უკიდურესად შეშფოთებულები ვართ. კანონი გვაშორებს ევროკავშირს - საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები აგენტის შესახებ რუსულ კანონს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად შეშფოთებულნი არიან კანონის მიღების გამო. მათი თქმით, კანონის მიღებითა და ყველა შემდეგი ნაბიჯით საქართველოს დააშორებს ევროკავშირში გაწევრებას.
„ჩვენ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები, უკიდურესად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის უცხოური აგენტების შესახებ ,პირველი მოსმენით მიღების გამო.
ამ კანონის მიღებით ჩვენი ქვეყანა ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას. სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის გზა რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას! საქართველოს ადგილი ევროპაშია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ქალ მოჭადრაკე ნაკრების წევრები:
ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.