ირაკლი კობახიძე - არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება - დღეს შს მინისტრი არ არის გახარია, ვახტანგ გომელაურია
არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება - დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია არ არის, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც იდგება , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ.
„მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება. სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, იქ იქნება გამოყენებული, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარაია, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იდგება. ამაში უპირველესად, იგულისხმება ის, რომ თანაზომიერების პრინციპი აუცილებლად იქნება დაცული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.