სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო - პოლიცია კვლავ წყლის ჭავლს იყენებს
სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო.
სპეცრაზმელები წყლის ჭავლს უშვებენ პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მანამდე მათ აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.
პროცესის პარალელურად სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
„მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“,- მიმართავენ მოქალაქეებს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.