Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტთან ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ არიან დაშავებულები


პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები.

პროტესტის მონაწილეები, ძირითადად ცრემლსადენის გაზის გაშვების შედეგად დაშავდნენ.

მათ ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები უწევენ დახმარებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ამ დროისთვის აქციიდან საავადმყოფოში არც ერთი აქციის მონაწილე არ გადაუყვანიათ.

სამსახური ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს გაეწია ადგილზე დახმარება, მოგვიანებით გაავრცელებს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...