სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს კანონი ე.წ. „აგენტების“ შესახებ
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირალობის შესახებ“.
განცხადებაში, რომელსაც 100-ზე მეტი ექიმი აწერს ხელს, ვკითხულობთ, რომ „აგენტების“ შესახებ კანონის მიღება შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებს პროცესს, მოაქცევს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ იზოლაციაში, ჩაახშობს თავისუფალი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების ხმას:
„ჩვენ, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი იპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს, გვინგრევდა ქალაქებს, გვართმევდა სოფლებს, გვიკლავდა ჯარისკაცებს, მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს, ძმათა მკვლელ სამოქალაქო ომში ითრევდა ჩვენს მოქალაქეებს, მთავრობა კორუფციაში და სიღარიბეში ახრჩობდა ქვეყანას, როდესაც საავადმყოფოებში არ იყო სინათლე, არ იყო გათბობა, ოპერაციები სანთლის შუქზე კეთდებოდა, რეანიმაციებში ხელოვნური სუნთქვის აპარატები ითიშებოდა, ელემენტარული მედიკამენტებიც კი, პაციენტების ოჯახების საზრუნავი იყო, სწორედ მაშინ, დაიწყო და დღესაც გრძელდება თქვენს მიერ „უცხოურ გავლენად“ შერაცხული ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის თუ სხვა მეგობარი ქვეყნების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უწყვეტი ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარება".
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები განცხადებაში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ იმ პროგრამებზე, რომლებმაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნვეყოფაში გარდამტეხი როლი შეასრულა:
- იმუნიზაციის პროგრამა (მათ შორის აფხაზეთში და სამაჩაბლოში);
- ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა;
- ორსულთა მეთვალყურეობის და მონიტორინგის პროგრამა;
- ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა;
- შიდსის და ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
- COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების და მედიკამენტების მოწოდება;
- დიაბეტის მკურნალობის და მართვის პროგრამები;
- C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა;
- ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური ზრუნვის პროგრამა;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამები;
- ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა;
- თირკმლის დიალიზის პროგრამა;
- უსაფრთხო სისხლის პროგრამა
"განხორციელდა საავადმყოფოების, პოლიკლინიკების, ლაბორატორიული ქსელის, საოჯახო მედიცინის ცენტრების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა, მათ შორისაა: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ცენტრები, ჯო ენის კლინიკა, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი,ნ.ყიფშიძის სახ. რესპუბლიკური საავადმყოფოს და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებები, ბათუმის რეაბილიტაციის ცენტრი და ა.შ“.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, განცხადებაზე ხელმომწერთა სია გაფართოვდება.
- აბჟანდაძე მაკა
- ადამია პაატა
- ახობაძე გიორგი
- ბოჭორიშვილი რევაზ
- ბუწაშვილი მაია
- გვახარია მარინა
- გოგოხია ნათია
- გოგოხია ვერა
- გოგიშვილი ფიქრია
- გოგიშვილი გიორგი
- კანკავა გურამი
- კანკავა ლილი
- ესართია შალვა
- ესართია ქეთევანი
- ნაცვალაძე ნინო
- კამკამიძე გიორგი
- ხურციძე გრიგოლ
- კულუმბეგოვი ბიძინა
- ქავთარაძე ანი
- მრელაშვილი დავითი
- მარშანია არჩილ
- ისაკაძე ნინო
- ბერიძე სოფიო
- ჩაჩანიძე ლადო
- გურგენაშვილი ხათუნა
- ნარსია თინათინ
- ვაშაკიძე ლევან
- დოლიძე მიხეილ
- დანელია ლალი
- წერეთელი გიგი
- ურუშაძე ანდრია
- ჯუღელი ლევან
- ყიფიანი ლევან
- კალანდარია თინათინ
- ყიფიანი ია
- ქეთევან ლომიძე
- მელნიჩუკი კოტე
- ჩიხრაძე კახაბერ
- მეუნარგია შორენა
- ცუცქირიძე ლიკა
- გოცირიძე ელენე
- სოფრომაძე სოფიო
- თურქია ბაბი
- კობახიძე ანა
- გულდედავა ნანა
- გორგოშაძე დიანა
- გუგუშვილი ნატო
- ირემაშვილი კახაბერ
- სარია თამარ
- გერმანიშვილი ნანა
- ჯანაშია ლალი
- კეპულაძე თენგიზ
- ლობჟანიძე ქეთევან
- წირქვაძე ირინა
- ქშუტაშვილი მანანა
- ბერულაშვილი შოთა
- ლურსმანაშვილი გია
- ბურდულაძე ქეთევან
- ხელაძე ნინო
- ბიჭიაშვილი გიორგი
- მელიქიძე ნათია
- ცანავა ბესიკ
- ჯაბუა მაია
- კაკუშაძე ზაზა
- ჟორდანია ქეთევან
- იზორია თემურ
- გოგიძე ნინო
- სორდია გიგა
- ჩიკვაიძე თენგიზ
- გელეიშვილი მარიკა
- ინაური ანა
- ფარესაშვილი ნათია
- არაბიძე ნათია
- შირიაევი თენგიზ
- პერტახია სოფიო
- კალმახელიძე ია
- ვეშაგური მაკო
- შაშვიაშვილი გიორგი
- მამრიკაშვილი ანნა
- ჭიპაშვილი ანა
- შალიკიანი თამარ
- სიხაშვილი ქეთევან
- ხუხაშვილი ანა
- ველთაური მაკა
- შენგელია ნატალია
- ურუშაძე მაია
- მაღრაძე ანა
- კვეკვესკირი ილონა
- ჟვანია მარიამ
- კალანდაძე მარი
- ჩხეიძე რუსუდან
- ფეიქრიშვილი სოფო
- ბერიანიძე კახაბერ
- ქერაშვილი ირაკლი
- ზარანდია ლევან
- გეგელაშვილი კარინა
- ტყეშელაშვილი ნათია
- ბერიძე ნატალია
- ცანავა მედეა
- გეგეჭკორი ნანა
- ჯინჯოლავა ნანა
- ჯაფარიძე სოფო
- გურული ზურაბ
- თეონა აბრამიშვილი
- ქეთევან ლაშხი
-
ელისო გიორგაძე
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.