Jump to content
Planeta.Ge

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს


“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” (RSF) ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი “შემაშფოთებელია” და აღნიშნულ კანონს შეუძლია დიდი ხნით შეცვალოს ქართული დემოკრატიის სახე.

RSF აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ძალიან ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონს, რომელიც 2017 წლიდან სპეციალურად მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენება.

განცხადების თანახმად, კანონპროექტის ახალი ვერსია, რომელიც 27 თებერვალს წარადგინეს, 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს.

RSF აღნიშნავს, ქართული ვერსია კერძო პირებსაც ეხება, განსხვავებით ამერიკული “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან” (FARA), რომელიც ძირითადად უცხოური პოლიტიკური პარტიების ფილიალებსა და უცხოურ სამთავრობო ორგანიზაციებს ეხება და რომელსაც, ინიციატორების თქმით, ეყრდნობა მათი კანონპროექტი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...