ანა ბუჩუკური - თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს დაუჭერს მხარს, გაიაზროს რომ ინდივიდუალურად იღებენ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე - მათ ისტორიული სასჯელი ელით
თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს დაუჭერს მხარს, გაიაზროს რომ ინდივიდუალურად იღებენ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე. მათ ისტორიული სასჯელი ელით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარს დაუჭერს რუსულ საქმეში მიიღებს მონაწილეობას.
„დღეს, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, რასაც „ქართული ოცნება" აკეთებს, ანტიქართული საქმეა. თითოეულმა დეპუტატმა, ვინც რუსულ საქმეს დაუჭერს მხარს, გაიაზროს რომ ინდივიდუალურად იღებენ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე. მათ ისტორიული სასჯელი ელით. ისინი მონაწილეობას იღებენ ანტიქართულ, რუსულ საქმეში“,- აღნიშნა ბუჩუკურმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.