გაჯავრდი და განაწყენდი, ხმამყივარი შეიქენი - ბესიკ ხარანაულის „შეძახილი"
ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული ფეისბუქის გვერდზე ლექსს აქვეყნებს.
შეძახილი
ჩემო ახალგაზრდა კაცო,
მე კი ვიცი, სხვას რომ ვმღერი,
მაგრამ, რა ვქნა,
ეს ბებერი
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!ზოგი ტირის,
ზოგი ღნავის,
ლხინში არის დანარჩენი,
მაგრამ, სხვისი არავისი,
საქართველო არის შენი!მძიმე ტვირთს რომ
ზურგზე გკიდებ,
მართალს გეტყვი,
ცოტად მრცხვენის,
მაგრამ რა ვქნა, ეს ბებერი,
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!ჩემო ახალგაზრდა კაცო,
სახით შენით თავსაც შვენი,
და იმედს თუ ჩამინერგავ,
ტკივილებსაც მოვირჩენდი,
გაჯავრდი და
განაწყენდი,
ხმამყივარი შეიქენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!
პარლამენტი რუსული კანონპროექტების განხილვას, 9 მარტის ნაცვლად, დღესვე იწყებს.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, ასევე სხვა მოქალაქეები საზოგადოებას პარლამენტთან მისვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებენ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.