კახაბერ ქემოკლიძე - მოვისმინე ბ-ნი ღარიბაშვილის ფსევდოპატრიოტული, ღრმა პოპულიზმით გაჯერებული დემაგოგია
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ:
"მოვისმინე ბ-ნი ღარიბაშვილის ფსევდოპატრიოტული, ღრმა პოპულიზმით გაჯერებული დემაგოგია. აი რატომ ვფიქრობ ასე (გრძელი პოსტია)?!
"მოვისმინე ბ-ნი ღარიბაშვილის ფსევდოპატრიოტული, ღრმა პოპულიზმით გაჯერებული დემაგოგია. აი რატომ ვფიქრობ ასე (გრძელი პოსტია)?!
რა გვითხრა დღეს ბ-ნმა ღარიბაშვილმა ბერლინიდან:
- კანონის („უცხო ქვეყნის აგენტების“) ორი ვერსია არის შეტანილი პარლამენტში. ერთი ე.წ ქართული ვერსია და მეორე ე.წ. ამერიკული ვერსია, რომელიც „ხალხის ძალამ მოამზადაო“ - (ჯერ ერთი „ხალხის ძალამ“ კი არ მოამზადა, მოამზადა ქართულმა ოცნებამ, რომელმაც ასევე ვითომ ცალკე გასული წევრების მეშვეობით შემოგვასაღა ეს რუსული კანონი. ეს ერთი! მეორე - ამერიკაში თუ მოქმედებს ეს კანონი ჩვენთან რატომ არ იმოქმედებს, ჩვენც ხომ სუვერენული სახელმწიფო გვაქვსო ეს კითხვა ისმევა ხშირად?! ბ-ნ ღარიბაშვილს ერთი რამ ავიწყდება, ის რაც კარგად მუშაობს ამერიკაში დღეს, საქართველოში ბევრი რამ, სულ რომ წერტილ-მძიმით გადმოიტანო არ და ვერ იმიშავებს?! რატომ? - იმიტომ როკ აშშ-ში მუშაობს ინსტიტუციები და კანონი! იქ პრეზიდენტის წარდგენილ მოსამართლეს შეუძლია იმავე პრეზიდენტის ბრძანება გააუქმოს თუ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და კანონს. აქ კი გყავს მურუსიძეს და ჩინძალაძის სასამართლო, რომლებიც კარგად ვიცით ვის ემსახურებოდნენ და ახლა ვის ემსახურებიან! აშშ-ში პრეზიდენტიდან დაწყებული, სენატორ-კონგრესმენით გაგრძელებული, მინისტრიან - ჰოლივუდის ვარკვლავებით დამთავრებული კანონთან ისევეა თანასწორი, როგორც რომელიმე „ბრუკლინელი“ უპოვარი. აქ ასე გვაქვს?! სამწუხაროდ არა! აქ ყველაფერი პირიქითაა. აშშ-ში სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის თვითშეგნება ისეთი მაღალი და გონებაში გამჯდარია ბიუროკრატიასა და მოქალაქეებში, რომ არავინ არაფერს არ გააკეთებს თუ კანონთან წინააღმდეგობაშია სულ რომ პრეზიდენტმა უბრძანოს. აქ ასეა?! მარტივი კითხვა მაქვს! სამწუხაროდ არა?! ქვეყნის სუვერენიტეტზე რომ საუბრობთ სადღეგრძელოს სტილში, დიახ გეთანხმებით - ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ნამდვილი სუვერენიტეტი, მაგრამ იცით სუვერენიტეტის მოპოვება რითი იწყება?! თავის-უფლების განცდით, დამოუკიდებელი მსჯელობის უნარით, გადაწყვეტილებების სუვერენულად მიღების უნარით, საკუთარი „მე“-ს დაფიქსირების უნარით, კრიტიკული აზროვნების უმაღლესი სტანდარტით... ხოდა კითხვა მაქვს?! აი რაც ჩამოვთვალე გგონიათ ამის მაგალითს აჩვენებთ?! მაგ. - თქვენ შეგიძლიათ ბ-ნი ივანიშვილისგან დამოუკიდებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება?! მისთვის „არა“-ს თქმის უფლება გააქვთ?! როცა იცით, რომ აპრიორი რაიმე ტიპის გადაწყვეტილება თქვენს ხალხს ან ქვეყანას დააზარალებს?! პასური არის - არა! სამწუხაროდ ასეა და მე ეს არ მიხარია ნამდვილად. ამიტომ სუვერენიტეტზე როცა საუბრობთ საკუთარი მაგალითით იმსჯელეთ უპირველეს ყოვლისა);
- სააკაშვილი ევროპარლამენტის აგენტიაო! (მანამდე „რუსების აგენტი იყო სააკაშვილი“ და დღეს 2023 წლის 7 თებერვალს აღმოაჩინეთ, რომ თურმე რუსების არა, ახლა ევროპის აგენტი ყოფილა. ელემენტარული ლოგიკის თანმიმდევრულობა მაინც გამოიჩინეთ... დემაგოგიასაც სჭირდება თანმივდევრულობა, როცა პრეტენზია გაქვთ ხარისხიანი დემაგოგიის შექმნაზე);
- დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდნენ უცხო ქვეყნების ინტერესებს. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებსო (ამას იძახის ორგზის ნაპრემიერი ადამიანი, ერთგზის შსს და თავდაცვის ნამინისტრარი და შუაში, ჩინეთის მთავრობაზე პირდაპირ მიბმულ კომპანიაში („ევრაზიული მენეჯმენტ გრუპი“) ნამუშევარი ექს ჩინოვნიკი, რომელსაც ოფიციალურად მისივე 2020 წლის დეკლარაციით 410 704 ლარი აქვს აღებული ხელფასის სახით ჩინეთის მთავრობისგან. ანუ მთელი ეს 10 წელი ოცნების მმართველობისას თურმე ხელისუფლება (მათ შორის თქვენ დროს) უცხო ქვეყნებს ემსახურებოდა?! ესეც ახლა აღმოაჩინეთ?! უბრალოდ გულწრფელად მაინტერესებს...:);
- ევროპელები, ეს „კორუმპირებული ბიუროკრატები“ ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ჭკუას ნუ გვარიგებენ, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება ქვეყანასო. (ეს განაცხადა ადამიანმა, რომელიც პირველი პრემიერობიდან კორუფციის ბრალდებით გაუშვეს; რომელიც დღემდე ცნობილია, როგორც თანამადროვე საქართველოს ისტორიაში ქრონიზმის (მეგობრების დანიშვნა) და ნეპოტიზმის (ნათესავების დანიშვა) ფლაგმანად და რომელიც თურმე ევროპელებს საყვედურობს კორუფციაზე. ის რომ ზოგიერთი ევროპელი ანგელოზი არაა თქვენს გარეშეც კარგად ვიცით, მაგრამ იმ ევროპელებს რომ საყვედურობთ, რომლებმაც სულ ახლახან რამდენიმე ევროპარლამენტარი დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს სწორედაც რომ კორუფციის ბრალდებით ეგ რა ფენომენია ვერ ამომიხსნია?!. სინამდვილეში - დიახ აი ასეთია ევროპა და დასავლეთი, როცა კორუფციაზე და ფულზე ხელი წაგიცდება იქ დაგიჭერენ, აქ კი შეიძლება პრემიერობას და მანამდე მინისტრობას გამოჰკრა ხელი... აი რა განსხვავებაა დღევანდელ ევროპასა და ოცნებისეულ საქართველოს შორის...);
- ბევრი ორგანიზაცია ვიცით რომელიც სახელმწიფოს ებრძვის და უცხოეთიდან მიღებული გრანტებით ატარებენ მიტინგს. მათი დაფინანსება არ არის გამჭვირვალეო (ხოდა ყველაფერი გცოდნიათ და რატომ არ ავლენთ (ავლენდით) მსგავს ორგანიზაციებს. თუ დადასტურებულად იცით, რომ ეს ყველაფერი ანტისახელმწიფობრივია?! რატომ არ მოქმედებთ არსებული საკმაოდ კარგი კანონმდებლობით?! დღეს აღმოაჩინეთ, რომ თურმე მათი დაფინანსება „გაუმჭვირვალეა“ (ორგზის ნამინისტრარმა და ასევე ორ გზის ნაპრემიერმა ჩინოვნიკმა)?! ეს ხომ რომ სრული აბსურდია, რომელიც თქვენ ასევე კარგად იცით, რადგან მთელი ეს წლები ერთი კითხვა არ დაგისვავთ არც ოცნების შიგნით და არც გარეთ! გინდათ გითხრათ რატომ „არ“ კიარა, „ვერ“ მოქმედებთ?! იმიტომ, რომ თქვენივე სახელმწიფო ინსტიტუციები სრულად „დაანგრიეთ“ და რეპუტაცია წაუბილწეთ; იმიტომ, რომ შავი-თეთრზე რომც გედოთ მტკიცებულება, უკვე არავის სჯერა თქვენი ვისაც კრიტიკული აზროვნება შეუძლია; იმიტომ რომ მსგავსი საქმის წარმოებას კომპეტენცია, სუფთა წარსული, სახელმწიფოებრივი აზროვნების უმაღლესი სტანდარტი სჭირდება, მათ შორის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან და ასეთები აღარავინ დაგრჩათ, რადგან ყველანი, თავის დროზე სააკაშვილის არ იყოს, „მდუმარე ცხვრებად“ აქციეთ. აი რატომ ვერ მოქმედებთ თამამად იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში რატომ ასაღებთ ამ რუსულ კანონს ვითომ „სახელმწიფოს ინტერესების“ დაცვად. სხვათაშორის გგონიათ, რაგოზინი, სურკოვი, პერსკოვი, სიმონიანი, ჟირინოვსკი, ლუკაშენკო და მედვედევი, პუტინი სხვა ტექსტით ამართლებდა ამ „კანონს“ თავის დროზე?! ამოიღეთ მათი განცხადებები და იგივეს ამბობდნენ. ერთი-ერთში იგივეს...);
- ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე ბოლო ათ წელიწადში. „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა. ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსსო (ჯერ ერთი ქართულმა ოცნებამ კი არა, ქართულმა ხალხმა მოიტანა ევროპული პერსპექტივა და იმ ასეულობით საჯარო მოხელის თეთრად ნათენებმა ღამეებმა, ვინც ორივე მთავრობის დროს ყველაფერი გააკეთა, რომ შედეგი დადებულიყო. მეორე, ქართული ოცნების დროს (2013-2020) წლებში ნამდვილად იყო პოლიტიკური ნება, რომ ინტეგრაციის პროცესი ასე თუ ისე სწრაფად წასულიყო, მაგრამ ახლა რა ხდება ბ-ნო პრემიერო?! რატომ შეგეცვალათ დღის წესრიგი?! განა ახლა ყველაზე ახლოს არ მივედით კანდიდატის სტატუსამდე (უკრაინის გმირული ომით), რომლიდანაც ერთი ნაბიჯია „გაწევრიანების მოლაპარაკებამდე“ და იქედან კიდევ ერთი ნაბიჯია წევრობამდე?! ახლა რას აკეთებთ იმისთვის, რომ როგორც იძახით „ევროპის სრულუფლებიანი წევრი გავხეთ?!“;
ბევრი რომ არ გავაგრძელო ისედაც გრძელი პოსტი. რასაც ბ-ნი ღარიბაშვილი ამბობს არის იაფფასიანი ფსევდო პატრიოტიზმის და ღრმა დემაგოგიის კლასიკური მაგალითი.
ჩემი აზრით პატრიოტიზმი სხვა რამეა! იცით რა არის ნამდვილი პატრიოტიზმი?! ნამდვილი პატრიოტიზმია, როცა საკუთარი პირადის, საკუთარი მომავლის გარისკვა შეგიძლია სახელმწიფოს დიადი ინტერესების გამო! როდესაც არა-ს თქმა შეგიძლია, თუნდა იმ ადამიანისთვის, ვინც მთელი ამ ხნის გამვალობაში ამდენი თანამდებობა გიწყალობათ! როდესაც გულის სიღრმეში თავადვე იცით, რომ ამ რუსული კანონის მიღებით 100 %-ით დაზიანდება შენი ქვეყანა და საკუთარი საქციელით სხვებს აჩვენებთ, რომ სახელმწიფოზე მაღლა არც პარტიაა, არც კარიერა, არც მომავალი, არც ფინანსური ინტერესები, არც ის ერთი ადამიანი და არც საკუთარი ოჯახიც კი! და რომ შენი ქვეყნის ნამდვილი, წარმატებული მომავლის ჭედვა არის ყველაზე და ყველაფერზე წმინდათაწმინდა! აი ეს არის პატრიოტიზმი! ეს არის ნადმვილი ერისკაცობა, ეს არის ნამდვილი ლიდერების გზა! ეს არის ჭეშმარიტი სივაჟკაცე და ტაძრისკენ მიმავალი გზაც! ეს არის ნამდვილი მართმადიდებლობაც, რომელსაც ხშირად ეფარებიან ოცნების ფსევდო ეკლესიურები, როგორც ამას რუსები აკეთებენ დღეს! ნამდვილი მართმადიდებლობაც პატრიოტიზმია, ოღონდ არა ფსევდო, კომფორმიზმის და მედროვეობის ჭაობში ჩამხრვჩვალი, არამედ ისეთი როცა გულწრფელად ზრუნავ ეკლესიაზე, ეკლესიურებზე, ადამიანთმოყვარეებზე, მიმტევებლებზე... ესეც ნადვილი პატრიოტიზმია...
საქართველოს ბევრი რამ უნახავს და გამოუვლია. ამასაც გავივლით და მაინც გავალთ სამშვიდობოს. საკითხავი ის იქნება ვის რა როლი ექნება ამ რთულ, მაგრამ ღმერთის მიერ დალოცვილ გზაზე ...", - წერს კახაბერ ქემოკლიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.