Jump to content
Planeta.Ge

ქართული რაგბის ქომაგები: დავით კაჭარავა დღეს იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება


ქართული რაგბის ქომაგები ეხმაურებიან პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვას და ამბობენ, რომ გულსატკენია, რაც ახლა ხდება. ქომაგების ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს კონკრეტული ადრესატი ჰყავს - დეპუტატი დავით კაჭარავა.

"დღეს დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება.

ჩვენ გვეამაყებოდა და ვქომაგობდით, როცა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა", - წერენ რაგბის გულშემატკივრები.

 

დავით კაჭარავა, რომელიც პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" პარტიული სიით გახდა, 2022 წლის 4 ოქტომბერს შეუერთდა "ხალხის ძალას". სწორედ ეს გაერთიანებაა "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების ინიციატორი.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტები პირველი მოსმენით განსახილველად მზად არის. პირველი მოსმენით მას, სავარაუდოდ, 9 მარტს განიხილავენ პლენარულ სხდომაზე.

საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.

 

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...