პარლამენტი რუსული კანონპროექტების განხილვას, 9 მარტის ნაცვლად, დღესვე იწყებს
საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შალვა პაპუაშვილს შესთავაზა, რომ უმჯობესია დღესვე დაიწყონ „უცხოული გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვა.
მმართველი პარტიამ გუშინ განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტების განხილვას პლენარულ სხდომაზე 9 მარტს დაიწყებდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შემოთავაზება მისაღებია და კარგი იქნება დღესვე დაიწყონ განხილვა დროის მოგების მიზნით.
პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რუსული კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების გარეშე დაიწყეს.
ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიის წევრები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ შეურაცხყოფაა ასეთი დამოკიდებულება.
„პროცედურული ვირეშმაკობაა. დარბაზი ცარიელია. სიტყვის გამტეხები ხართ, “- თქვა სხდომაზე რომან გიცირიძემ.
ოპოზიციური პარტიის წევრებმა პლენარული სხდომიდან მოქალაქეებს მოუწოდეს, მივიდნენ პარლამენტთან.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.