Jump to content
Planeta.Ge

დმტირო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მოუწოდებს, უკრაინელი სამხედრო ტყვის დახვრეტის ფაქტი გამოიძიოს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს მოუწოდებს, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის გარემოებები გამოიძიოს.

"საშინელი ვიდეო, სადაც ჩანს უიარაღო უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ მან თქვა : "დიდება უკრაინას". კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ომი არის გენოციდი. აუცილებელია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარინ ხანმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ამ საზარელი ომის დანაშაულის შესახებ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარგლებში. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“.

გუშინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯას ასახავს. ვიდეოზე ჩანს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინელ ტყვეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს მაშინვე, როგორც კი წარმოთქვა: „დიდება უკრაინას!“.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...