Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი კობახიძე უმრავლესობას - მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ ოპოზიციის შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები, რომლის მიზანი ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების ჩაგდებაა


გთხოვთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ ოპოზიციის შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები, რომლის მიზანი ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების ჩაგდებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი მრავლად იქნება ამ ერთი საათის განმავლობაში.

„ვხედავთ, რომ დიდი ალბათობით და გარანტიით გაგრძელდება შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური გამოსვლები, შეიძლება ამას ქონდეს კონკრეტული მიზანი, ერთერთი მიზანი შეიძლება იყოს რამდენიმე იმ საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრო რეკომენდაციების შესრულებასთან, მაგალითად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე მომზადებული დადგენილება, ომბუდსმენის არჩევის საკითხი.

ყველას მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები, ასეთი მრავლად იქნება ამ ერთი საათის განმავლობაში. თუ რამეზე რეაგირება იქნება საჭირო, ბოლოსკენ მივცეთ რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...