„გამორიცხება საქართველოს მრავალწლიანი სწრაფვა, გახდეს ევროატლანტიკური სამყაროს ნაწილი" - KOLGA TBILISI PHOTO
ყოველწლიური ფოტოკვირეული KOLGA TBILISI PHOTO ეხმაურება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტების განხილვას და გმობს მას.
„კანონი, რომლის ამოქმედება სრულად გამორიცხავს საქართველოს მრავალწლიან სწრაფვას გახდეს ევროატლანტიკური სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი, ქვეყნის შიგნით გამოიწვევს უამრავი ორგანიზაციის სტიგმატიზებას და ჩვენ მომავალ თაობებს უსპობს შანსს თავიანთი ქვეყანა განავითარონ გრძელვადიან, მყარ, სტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოში, დაუშვებელია მისი განხილვაც კი!!!”, – ნათქვამია განცხადებაში.
KOLGA TBILISI PHOTO 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.