Jump to content
Planeta.Ge

მდინარაძე: ე.წ. აგენტების კანონს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განვიხილავთ


უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ე.წ. აგენტების კანონების განხილვას მთელი დღე დასჭირდება, ამიტომ სამშაბათის ნაცვლად, ხუთშაბათის, 9 მარტს, პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და უყრიან პირველი მოსმენით კენჭს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მდინარაძემ განაცხადა, ხვალ პლენარულ სხდომა სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონს განიხილავენ.

„რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონებს, ორივე კანონზე მაქვს საუბარი, ჩვენ ამისთვის მთელი დღე დაგვჭირდება და ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით. ხვალ იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ განხილვები” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტებს ე.წ. აგენტების შესახებ. მმართველი პარტია პირველი მოსმენით კანონპროექტების მხარდაჭერას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავდა, თუმცა დღის ბოლოს გაირკვევა, რომ კანონპროექტებს კენჭს უყრიან ხუთშაბათს.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...