კანონის მიღების შემთხვევაში წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან თანამშრომლობა - ქალთა ორგანიზაციები წილოსანს
კანონის მიღების შემთხვევაში წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან თანამშრომლობა - ქალთა ორგანიზაციები წილოსანს
ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციები უმრავლესობის წევრს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს მიმართავენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად ესახება ორგანიზაციებს ნინო წილოსანთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი საქმიანობა.
„ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ათწლეულებია ვიბრძვით საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალებისთვის თანაბარი უფლებებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისათვის. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მრავალ მნიშვნელოვან პროცესს ჩავუყარეთ საფუძველი, რომელმაც თვისობრივად გააუმჯობესა ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.
ქალთა მოძრაობის დიდი ძალისხმევის და ადვოკატირების შედეგი იყო საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნაც. წლების განმავლობაში, ჩვენ ვაგრძელებდით საბჭოსთან შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ერთობლივი მუშაობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო ჩარჩო და მრავალი მიმართულებით დაიხვეწა პოლიტიკა.
გაუმჯობესებულ საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის განხორციელება რეალობაში სწორედ ჩვენი გავლით ხდება. ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ვიდექით და ვდგავართ ადამიანების დაცვის სადარაჯოზე. ჩვენ ვმუშაობთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებთან, შშმ ქალებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებთან, სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებთან და გოგოებთან, ბავშვობის ასაკში ქორწინების რისკის წინაშე მდგომ ოჯახებთან, ახალგაზრდებთან, ხანდაზმულებთან, ბავშვებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გვეამაყება, რასაც ვაკეთებთ და გვჯერა, რომ სწორედ ეს არის გზა ჩვენი ქვეყნის უკეთესი, ევროპული მომავლისაკენ.
ყველა ეს მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიცირებულ რუსულ კანონს.
ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ კანონის მიღება დააზიანებს არამხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას და ძირს გამოუთხრის ჩვენს პროდასავლურ გეზს, არამედ პირდაპირ იმოქმედებს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაზე და ბედზე, ვისაც ამდენი წელია ერთობლივად ვაძლიერებთ.
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც იმედად ესახება ბევრ ძალადობა გამოვლილ ქალს, და როგორც რიგითი მოქალაქე, ქალი, სრულიად იაზრებთ იმ საფრთხეს, რასაც აღნიშნული კანონები, მიღების შემთხვეაში, უქადის ჩვენ ქვეყანას.
შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მას და დაარწმუნოთ თქვენი კოლეგები, რომ ეს კანონი დააზიანებს და გაანადგურებს არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ჩაახშობს თავისუფალ ეთიკურ მედიას, არამედ პირდაპირ იმოქმედებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, პირველ რიგში კი, ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე, როგორებიც არიან ქალები, გოგონები და ბავშვები.
ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო აქტის სათაურის ცვლილება ვერ გამოიწვევს მისი არსის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სამწუხაროდ, მსგავსი ინიციატივა არ გვესახება რეალურ გამოსავლად.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხარს დაუჭერთ რუსულ კანონს, თქვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ ყველა იმ მიღწევას, რითაც ასე ამაყობთ.
კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი საქმიანობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
- ქალები საქართველოდან
- ფემეა – ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის
- ქალთა ფონდი “სოხუმი”
- იგი ქალთა ასოციაცია ” თანხმობა”
- Ასოციაცია “მერკური”
- Ააიპ “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი”
- “ქალები ქალებისთის” და “მოხალისეთა ჰაბი”
- საორსა
- ფონდი “ფემინა”
- აიწონა დაიწონა
- ღია სივრცე კავკასია (COS)
- სამოქალაქო განათლების და რეაბილიტაციის ცენტრი (CERC)
- გორის სათემო რადიო “მოზაიკა”, mozaikanews.ge
- შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
- ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო” და ქალთა სათემო რადიო, RadioWW
- ქალთა ფონდი საქართველოში
- ააიპ ” დავიწყოთ ახლა”.
- ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის
- პანკისის უხუცეს ქალთა საბჭო
- მედიაპლატფორმა “კაქტუსი” cactus-media.ge
- ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.
- Ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC)
- საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია / GABP/
- ქალთა ხმები
- Სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის
- სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC)
- საფარი
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
- ქალთა ასოციაცია “გვირილა”
- ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“
- სოციალური კვლევის ცენტრი
- Ააიპ “ახალგაზრდები პანკისის განვითარებისათვის”
- იორმუღანლოს სათემო ცენტრი
- Ფონდი ტასო
- თანასწორობის მოძრაობა
- ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)
- Პლატფორმა სალამ
- Ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად” (WAAT)
- Მოძრავი არქივები
- სამეგრელოს გენდერული ქსელი
- “Ახალგაზრდა ფემინისტები”
- კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი
- ა/ო “ქალები ქვეყნის მომავლისათვის”
- Თემიდა
- ააიპ მეგობრობის ხიდი ქართლოსი
- ააიპ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
- ა(ა)იპ ‘’მირაბალდები’’
- ა.(ა).ი.პ. Თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
- ა (ა).ი.პ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
- ა (ა).ი.პ სათემო ფონდი ლელი
- ა(ა)იპ “ქართული მედია ჯგუფი”
- ა(ა)იპ ნეო ტვ
- ა(ა)იპ კოდის სათემო განათლების ცენტრი.
- ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
- ა(ა)იპ ჩვენ ვიკვლევთ (WeResearch)
- Რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი ,,თანაზიარი’’
- ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი (WPRC)
- კავკასიური ფემინისტური ინსტიტუტი (CFI)
- Სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის
- ა(ა)იპ “თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი”
- ა(ა)იპ ასოციაცია HERA XXI
- ა(ა)იპ ინიციატივების სახლი
- ა(ა)იპ ნეოგენი
- საინიციატივო ჯგუფი “დიმელი ქალები”
- ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის ISFED-ის რეგიონალური ოფისი
- Საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
- Განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური
-
Სოციალური საწარმო “ჩირიგე”
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.