სანამ განიხილება რუსული კანონი, ვწყვეტთ საჯარო სექტორისთვის სერვისების მიწოდებას - ტრენერთა ასოციაცია
ტრენერთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსული კანონპრრექტის გამო ისინი წყვეტენ საჯარო სექტორისთვის მომსახურების მიწოდებას.
„მივმართავთ უკიდურეს ფორმას საქართველოს მომავლისთვის, ადამიანებისთვის რომელიც ჩვენი მთავარი ღირებულებაა…
გთხოვთ, თითოეულ ტრენერს, თითოეულ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას – სანამ განიხილება რუსული კანონის აქტიურად მიღების პროცესი, შევწყვიტოთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება.
ჩვენ ყველამ ერთად ხიდები ავაშენეთ ორმხრივად საჯარო სექტორთან. ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს-მეგობრებს შორის არა ერთი მათგანია. კოლეგებო, ეს არის დროებითი პროცესი, რომელიც მიმართულია კონკრეტულად – რუსული კანონის შესაჩერებლად.
ტრენერები ვანვითარებთ ადამიანებს, ვემსახურებით სამშობლოს და ვცნობთ საქართველოს მთლიანობას ევროპულ ინტეგრაციაში, “- ნათქვამია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.