Jump to content
Planeta.Ge

კახა გოგოლაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე - შეცვლას არ გთავაზობთ, მე გთავაზობთ, გაიტანოთ - „გაიტანეთ გრენლანდია! გაიტანეთ გრენლანდია", ეს თავში დაეცემა საზოგადოებას!


მე, შეცვლას არ გთავაზობთ, მე გთავაზობთ, გაიტანოთ ეს, ისე, როგორც [ფილმში] ყვირის „გაიტანეთ გრენლანდია! გაიტანეთ გრენლანდია", ეს თავში დაეცემა საზოგადოებას! - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებს.

კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არასამთავრობო სექტორს პრობლემას უქმნის, ამიტომ, ვრცლად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ე.წ აგენტების შესახებ კანონი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოუტანოს ამან საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კი გოგოლაშვილს მიუთითა, რომ ერთი და იმავეზე საუბრობს და თუ რამე შეთავაზება აქვს მომხსენებელს, გურამ მაჭარაშვილს მოახსენოს. თავის მხრივ კახა გოგოლაშვილმა კი, უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ მისი მხრიდან ნათქვამ ორ საკითხს მიაქციონ ყურადღება.

„აბსოლუტურად მიუღებელია 20%-ის და რაღაცის განსაზღვრა, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის კანონებში მთავარი არის, ვასრულებ თუ არა მე პატრონის დაკვეთას. ამერიკულ კანონში წერია: ან მთლიანად ფინანსდება ან უმეტესადო. ხომ იცით, ამერიკული კანონი კარგად? იცით, რომ იქ ასე წერია, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი ეს კი არ არის, მთავარი კრიტერიუმია - შენ ასრულებ პოლიტიკურ დავალებას შენი პატრონის, რომელიც უცხოეთშია“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისი განმარტებით, აქ არის საუბარი იმაზე, რომ არასწორია პრინციპი არაკომერციული ორგანიზაციების „რაღაც რეესტრში შეყვანის და მასზე მონიტორინგის დაწესების შესახებ".

„იმიტომ, რომ ის თურმე რომელიღაცა უცხო ქვეყნის ან უცხო ძალის აგენტია, სინამდვილეში ეს ძალა არ არსებობს. გაბნეულია სადღაც სივრცესა და დროში. ამ მიდგომის ფილოსოფია აბსოლუტურად არასწორია. მეორე - ის, რომ არასამთავრობო სექტორი და მედია სექტორია მხოლოდ დაფარული და რატომღაც საქველმოქმედო ორგანიზაციები არ არის დაფარული თქვენს პირველ პროექტში, ამ დროს რამდენი შემთხვევაა მსოფლიოში, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციები აწარმოებენ ათასგვარ შავ ოპერაციებს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

გოგოლაშვილის ამ მოსაზრებას გამოეხმაურა „ხალხის ძალი“ წევრი ეკა სეფაშვილი, რომელმაც კითხვით მიმართა გოგოლაშვილს, რომ არის თუ არა დემოკრატიის პრინციპი საჯაროობა. თავის მხრივ კახა გოგოლაშვილმა მიუთითა დეპუტატებს, რომ საუბარს ნუ აწყვეტინებენ.

„რა წესია ჩარევა, არ მოგწონთ ვიცი, ნერვები გეშლებათ, მაგრამ ყველა ნერვებმოშლილი ვართ იმიტომ, რომ ყველას რაღაც არ მოგვწონს“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...