Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტში ბიუროს სხდომა 7 მარტისთვის გადაიდო


დღეს, 6 მარტს, პარლამენტში  დაგეგმილი ბიუროს სხდომა გადაიდო.

დღევანდელ ბიუროზე „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი უნდა გასულიყო და გადაწყვეტილიყო, როდის ეყრებოდა მას კენჭი პირველი მოსმენით.

თუმცა, როგორც პარლამენტში განმარტავენ, ბიუროს სხდომის გადადების მიზეზი გახდა ჯერ ვერდასრულებული კომიტეტის სხდომები, რის გამოც ვერ ესწრება ბიუროს დღის წესრიგის განსაზღვრა.

ამ წუთებში რუსული კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე მიმდინარეობს, პარალელურად კი პარლამენტთან აქცია იმართება, სადაც რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ.

ბიუროს სხდომა ხვალ, 7 მარტს, დილით გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, გადაწყდება, როდის გავა პლენარული სესიის სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით კენჭისყრაზე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...