Jump to content
Planeta.Ge

გურამ იმნაძე - კიდევ ვინ შეიძლება, გვითხრას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს კანონი არის დამაზიანებელი, მავნებლური და ნამდვილად რუსული


კიდევ ვინ შეიძლება, გვითხრას, რომ ეს კანონი არის დამაზიანებელი, მავნებლური და ნამდვილად რუსული, – ასე მიმართა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობენ.

იმნაძის თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.

„მე მაინტერესებს, რა ფაქტორი შეიძლება იყოს, ვინ შეიძლება გვითხრას კიდევ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს კანონპროექტი არის დამაზიანებელი, რომ არ ეწინააღმდეგება ერთი სამოქალაქო ორგანიზაციის ან მედიასაშუალების ინტერესებს, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს. კიდევ ვინ შეიძლება გვითხრას ეს, რათა თქვენ დარწმუნდეთ, რომ კანონი არის დამაზიანებელი, მავნებლური და ნამდვილად რუსული. რუსეთში სწორედ ეს მოხდა. ჯერ დაიწყო სამოქალაქო სექტორის ხავერდოვანი შეზღუდვა, ჯერ დაიწყო ასეთი კანონით შეზღუდვა და შემდეგ, როდესაც დელეგიტიმირებული იყო სამოქალაქო საზოგადოება, დაიწყო უხეში, სისხლის სამართლებრივი ზომების გამოყენება“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.

1ტვ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...