კახაბერ ქემოკლიძე - ოცნებამ დღეს რაც გააკეთა, არის სახელმწიფოს და მისი ინტერესების არა უგულებელყოფა, არამედ პირდაპირი ღალატი
ოცნებამ დღეს რაც გააკეთა (რეგლამენტის დარღვევით არ განიხილა ჩვენს მიერ დაინიცირებული კანონი რუსული გავლენის შემცირებასთან დაკავშირებით და დიდი ენთუზიაზმით იხილავს წმინდაწყლის რუსულ კანონს) არის სახელმწიფოს და მისი ინტერესების არა უგულებელყოფა, არამედ პირდაპირი ღ ა ლ ა ტ ი!, - წერს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" სახელმწიფოს ასეთი მასშტაბის ღალატისთვის დიდ ფასს გადაიხდის.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" სახელმწიფოს ასეთი მასშტაბის ღალატისთვის დიდ ფასს გადაიხდის.
"რა არ მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ ამდენ ადამიანს სკამისთვის, ფულისთვის, მიკრო (ვაი) ძალაუფლებისთვის ასე ღიად ეღალატოთ ქვეყნისთვის პირველად ვხედავ.
P.S. აფხაზები, რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში, თუ ოდესმე გვაჯობებდნენ ვერასოდეს წარმოვიდგენდი. იმათაც კი ჰყოფნით თვითშეგნება, რომ იგივე რუსულ კანონს წინ აღუდგნენ და არ განიხილონ დე ფაქტო სტრუქტურებში.
ოცნება კი არა ჩვეულებრივი «Единая Грузия» ხართ და სახელმწიფოს ასეთი მასშტაბის ღალატისთვის დიდ ფასს გადაიხდით!", - წერს ქემოკლიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.