ბერდია სიჭინავა - “ოცნების” გასაბჭოება დაწყებულია!"
დღეს, იურიდული კომიტეტი “ოცნებამ” გადააქცია “შულავერის კომიტეტად”, რომელმაც უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის წევრებს შეუზღუდა საკანონმდებლო ინიცირების უფლება, კერძოდ უარი თქვა ჩვენი ალტერნატიული კანონის პროექტის “ოკუპანტი ქვეყნის- რუსეთის ფედერაცის გავლენებისგან დაცვის შესახებ” განხილვაზე, როცა ამის პირდაპირი საკანონმდებლო ვალდებულება გააჩნდა, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ოცნება” იღებს კანონებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ.
მისი თქმით, “ოცნება” იღებს კანონებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ.
"ყველაფერი ნათელია: “ოცნება” იღებს კანონებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ, ჩვენი მტრის - ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ კანონების განხილვაზე კი უარს აცხადებს!
“ოცნების” გასაბჭოება დაწყებულია!", - წერს ბერდია სიჭინავა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.