პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დატოვეს. ანა ბუჩუკურმა, მიხეილ დაუშვილმა და ბექა ლილუაშვილმა საკუთარი პროტესტის თაობაზე განცხადება ჟურნალისტებთან კომიტეტის დარბაზის მიღმა გააკეთეს.
მათი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით დაიწყო, ვინაიდან მათ საკითხი დააყენეს იმის თაობაზე, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან ერთად განხილულიყო მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტიც, რაზეც მათ კომიტეტის ხელმძღვანელობისგან მიიღეს უარი.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ეს არის რეგლამენტის დარღვევა. დეპუტატები ამბობენ, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტები რუსულ ინტერესებს ატარებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.