Jump to content
Planeta.Ge

რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს


მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

მათივე თქმით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს.


6 მარტს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტები პირველი მოსმენით უნდა განიხილოს. 

დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები აქციას აანონსებენ.

publika.ge-publika.ge-22-1-1-1.png

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...