რიში სუნაკი - გაერთიანებულ სამეფოში არალეგალურად თუ ჩამოხვალთ, დარჩენის შესაძლებლობა არ გექნებათ
გაერთიანებულ სამეფოში არალეგალურად თუ ჩამოხვალთ, დარჩენის შესაძლებლობა არ გექნებათ,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„არავის შეეპაროს ეჭვი, რომ თუ არალეგალურად მოდიხართ, თქვენ დარჩენის საშუალება არ გექნებათ“, – განაცხადა რიში სუნაკმა.
სუნაკის ეს განცხადება წინ უსწრებს ახალი კანონპროექტის წარდგენას, რომელიც ლა მანშის გავლით ევროპიდან დიდ ბრიტანეთში მიმავალი მიგრანტების პრობლემის გადაჭრას უნდა მოემსახუროს. შარშან ამ გზით გაერთიანებულ სამეფოში 45 000 ადამიანი მოხვდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.