უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთში სულ მცირე 13 000 ბავშვია დეპორტირებული
რუსული ძალების მიერ, ამ დროისთვის, სულ მცირე 13 000 უკრაინელი ბავშვის რუსეთში დეპორტაცია მოხდა.
ამის შესახებ ბრიტანულ მედიასთან საუბრისას უკრაინელმა დეპუტატმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განაცხადა.
„ეს არის გენოციდის ნაწილი, რომელსაც რუსები უკრაინელი ერის წინააღმდეგ ახორციელებენ“, - განაცხადა კლიმპუშ-ცინცაძემ.
უკრაინელი დეპუტატის თქმით, ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი ერთი კვირით ე.წ საზაფხულო ბანაკებში ან საარდადეგო ბანაკებში წაიყვანეს, შემდეგ კი აღარ დაბრუნებულან.
ამასთან, კლიმპუშ-ცინცაძის განცხადებითვე, ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი გასაშვილებლად უკვე გადასცეს რუსულ ოჯახებს, „თითქოს უკრაინაში საკუთარი ოჯახები არ ჰყავდათ“.
ცნობისთვის, ბრიტანული გამოცემა The Sunday Times-ის ცნობით, უკრაინელ ბავშვებს განუცხადეს, რომ ისინი სასკოლო ექსკურსიაზე მიჰყავდათ, მაგრამ ბევრი მათგანი უკან აღარ დაბრუნებულა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.