მევლუთ ჩავუშოღლუ - ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებისა და გაგრძელებისთვის
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ოფიციალური ანკარა ბევრს მუშაობს გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გასაგრძელებლად.
მედიის ცნობით, შეთანხმება გასული წლის ნოემბერში გაგრძელდა და მისი ვადა ამა წლის 18 მარტს იწურება.
„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად განხორციელებისთვის და შემდგომი გაგრძელებისთვის“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ დოჰაში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, თურქეთის საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ მან გაერო-ს გენერალურ მდივანთან განიხილა შეთანხმების გაგრძელების მცდელობები.
შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავებულმა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტი დაუშვა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.