Jump to content
Planeta.Ge

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს.

„მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარსდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კენჭისყრა შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს.

სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა გასულ კვირას წარადგინა. ოპოზიციის ნაწილი მის კანდიდატურას მხარს უჭერს, „ქართული ოცნება“ კი, გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...