Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლება ამბობს, რომ ისეთ კანონს არ მიიღებს, რომელიც ევროკავშირის გზას დააზიანებს, ეს ტყუილია, ოპოზიციის ქმედებებიც დავინახე და ჩემთვის არც ეს არის მისაღები


ხელისუფლება ამბობს, რომ ისეთ კანონს არ მიიღებს, რომელიც ევროკავშირის გზას დააზიანებს, ეს ტყუილია. ოპოზიციის ქმედებებიც დავინახე და ჩემთვის არც ეს არის მისაღები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რეაქცია ამ კანონპროექტის მიღების პროცესზე. ხელისუფლებამ განხილვა პატარა დარბაზში მიზანმიმართულად გადაიტანა. გუშინ ვნახეთ სახელმწიფო ინსტიტუტების, პარლამენტის ჩაკეტვა. ეს პროცესები მაგონებს ბელარუსის ქმედებებს, რომელმაც არ შეუშვა არასამთავრობო ორგანიზაციები განხილვის პროცესში, პროცესის მაქსიმალურად ჩაკეტვა მოახდინა. ახლა გამოდიან და ამბობენ, თურმე განხილვის დროს ინკლუზიური იქნება პროცესი და ისეთ კანონს არ მიიღებენ, რომელიც ევროკავშირის გზას დააზიანებს. ეს ტყუილია. ოპოზიციის ქმედებებიც დავინახე. ჩემთვის არც ეს არის მისაღები და შემიძლია, თავისუფლად ვთქვა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...