ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინა 2-3 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს მიიღებს
უკრაინა აუცილებლად მიიღებს თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს დასავლელი პარტნიორებისგან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას 2-3 ტიპის თვითმფრინავებს მიაწოდებენ, რომელთაგან ერთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარი გახდება.
„ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელია უკეთესი უკრაინისთვის. ჩვენი აეროდრომებისთვის, ჩვენი ინჟინრებისთვის, ტექნიკური მომსახურებისთვის", - განმარტა მინისტრმა.
მისი თქმით, ამჟამად უკრაინას აქვს დასავლეთისგან მიწოდებული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები.
„ახლა ჩემს ქვეყანაში არის „ლეოპარდები“, მე პირადად გამოვცადე „ლეოპარდი“ გერმანიიდან”, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.