საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი - მოხიბლულები ვართ ღონისძიების დონით, საქართველო ასეთი ხარისხისთვის აპლოდისმენტებს იმსახურებს #1TVSPORT
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები აქტიურად აკვირდებიან ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივამა მიშელ ვიონმა აღნიშნა, რომ საქართველო აპლოდისმენტებს იმსახურებს ასეთი ხარისხისთვის.
„ჩვენი შეფასებით ყველაფერი მაღალ დონეზეა, ძალიან მოხიბლულები ვართ ღონისძიების დონით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, თუ საქმის ორგანიზება. ძალიან კმაყოფილები არიან, როგორც თავად ათლეტები, ისე მათი მწვრთნელებიც. ამ დრომდე არავითარი შენიშვნა არ გაგვაჩნია. ნამდვილად დიდ აპლოდისმენტებს იმსახურებთ ასეთი ხარისხისთვის“, – განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მიშელ ვიონმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.