დაუშვებლად მიგვაჩნია თანამოქალაქეებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება - „მწერალთა სახლი"
„მწერალთა სახლს“ დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება”, – ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს, როცა „მწერალთა სახლში” საჯაროდ იხსნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რომლის მთავარი ფუნქცია საბჭოთა წარსულის გააზრება უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც საბოლოოდ დააშორებს ქვეყანას მის მთავარ მიზანს.
საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე მუშაობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ უკვე ისტორიად ქცეული მასალა ასე ცხადად დაუკავშირდებოდა დღევანდელობას. საგულისხმოა, რომ ჩვენი მუზეუმი, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო მრავალი პროექტი, სწორედ აშშ-ს საელჩოს გრანტითაა შექმნილი.
მივიჩნევთ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მიერ აღიარებულ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს”, – ნათქვამია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.