Jump to content
Planeta.Ge

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო


საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე დაიწყო.

პირველ საკითხად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, რომლის წარდგენასაც მომხსენებელი „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ცდილობს, თუმცა მას სიტყვით გამოსვლას ოპოზიციონერი დეპუტატები სხვადასხვა შეძახილით აწყვეტინებენ.

კომიტეტის დარბაზში სხდომის დაწყებამდე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

სხდომის დაწყების მომენტისთვის კი რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ პარლამენტის ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ისინი დარბაზში დაუშვეს.

„შენს სხდომას იცავს სუს-ი, შენთვის ეს არაფერს ნიშნავს?“,- მიმართა ხათუნა სამნიძემ კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...