დეპუტატ ხელაშვილს მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია მიმართავს
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს მიმართავს და მოუწოდებს ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ.
„სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მიმართავს მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს, ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობაშიც, წლების მანძილზე, თავად დიდი წვლილი შეიტანა!”- ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პრინციპების დონეზე უნდა განიხილონ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ მომზადებული ორი კანონპროექტები. კანონპროექტები რუსეთში მოქმედი მსგავსი კანონის ანალოგია და მისი მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვაა. კანონი “აგენტის” იარლიყს აკრავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უშვებს აუდიტის მიერ ორგანიზაციებში შენახული პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას და ასევე “ანონიმური” წერილების საფუძველზე ინსპექტირების დაწყების შესაძლებლობას. ე.წ. „აგენტების კანონპროექტი“ არაკონსტიტუციურია და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევრო-ატლანტიკური განვითარების ვექტორს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.