საგზაო სამუშაოების გამო, ლარსის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
ვერაზე, ლარსის ქუჩაზე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება.
ნაწილობრივი შეზღუდვა პირველი აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.
თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.