საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი სარკინიგზო ავარიის შემდეგ გადადგა
საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი გადადგა სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ.
„ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა [გადადგომა] და მინიმალური პატივისცემის ჟესტი იმ ადამიანების ხსოვნისადმი, რომლებიც ასე უსამართლოდ დაიღუპნენ“, — განაცხადა კარამანლისმა და დასძინა, რომ პასუხისმგებლობას იღებს საბერძნეთის სახელმწიფოსა და პოლიტიკური სისტემის დიდი ხნის შეცდომებზე.
„ფაქტია, რომ ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ საბერძნეთის რკინიგზა 21-ე საუკუნის სტანდარტებთან შეუთავსებელ მდგომარეობაში. 3,5 წლის განმავლობაში ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ ამ რეალობის გასაუმჯობესებლად. სამწუხაროდ, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი ასეთი უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად და ეს ძალიან მძიმეა ჩვენთვის და პირადად ჩემთვის“, — თქვა მან.
კარამანლისმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა ტემპიში სარკინიგზო ავარიის ადგილის მონახულების შემდეგ.
ჩრდილოეთ საბერძნეთში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად მინიმუმ 38 ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავარია.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.