Jump to content
Planeta.Ge

დღეს, 2 მარტს საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა


1947 წლის 2 მარტს საქართველოს ეროვნული გმირი, გურამ გაბესკირია დაიბადა. ეთნიკური აფხაზი გაბესკირია 1992 წელს სოხუმის მერი გახდა და 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში.

1993 წლის 27 სექტემბერს, იმ დღეს როდესაც ქალაქი სოხუმი რუსებმა და აფხაზებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან (ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, მამია ალასანია და სხვები) ერთად, უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე. გაბესკირია სხვებთან ერთად ტყვედ იქნა აყვანილი.

ვიდეო-მასალების, ადამიანის უფლებათა დაცვის დოკუმენტებისა და მოვლენათა შესახებ თვითმხილველთა გადმოცემების მიხედვით, დატყვევებული მთავრობის წევრები და მათი თანმხლები პირები აფხაზმა და დაქირავებულმა ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკიებმა ძალით გაიყვანეს პარლამენტის შენობის გარეთ და მოსთხოვეს დაჩოქება, რაზეც გურამ გაბესკირიამ მათ რუსულად უპასუხა: Никогда в жизни! ტყვედ აყვანილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გურამ გაბესკირია, აფხაზმა ბოევიკებმა დახვრიტეს. სიკვდილიდან 24 წლის შემდეგ მოხერხდა მისი ნეშტის იდენტიფიცირება და თანამებრძოლებთან ერთად თბილისში გადმოსვენება.

2017 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ისგმირუს წოდებას ნამდვილად იმსახურებდა. გურამ გაბესკირია ერთიანი საქართველოსთვის მოკვდა.

TIMER.GE

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...