Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.307

თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა!.. ანუ, დაუჩქარეთ და პირდაპირ იმოძრავეთ!


katya

2.762 views

blog-0832915001361208797.jpgყავის დროა!

თუმცა ყავის დრო სულაა, ისე როგორც სიყვარულის...

აი თავისუფლების დროზე რა გითხრათ?!

თუმცა, თავისუფლებაც, ისე როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, შედარებითია, შეფარდებითიც და ჩანაცვლებითიც ყოფილა ჩვენთან, ანუ საქართველოში.

რა ვქნათ, თუ თავისუფალ მედიაზე განსხვავებული წარმოდგენები გვაქვს?! დღეს მომეჩვენა, რომ , დაკითხვიდან გამოსული მთავარი რედაქტორი –გიორგი არველაძე , ისეთი ალალი იყო, როგორც არასდროს!

რა, თქვენ არ მოგეჩვენათ?

ბრმა და უმადური უნდა იყო, რომ თუნდაც პრანჭია „კაცის“ ღვაწლი და დამსახურება ვერ დაინახო...

„პრანჭიათა“ კულუარებიდან გამოჟონა, სეზონური გარდერობის შერჩევისას, კატეგორიულად თავს იკავებენ ზოლიანი და კუბოკრული ქსოვილისგანო. რა ძალა აქვს მაინც ქვეცნობიერს!. იციან, რომ მალე ყელში ამოუვათ მაგ დიზაინის სამოსი და ინტერიერი. ამიტომ ერთ ტონალობას არჩევენ...

ეს ის გიორგი ვაშაძე არაა, არჩევნების ფალსიფიკაციის ფუძემდებელი და საჯაროდ დარეესტრებული? ფალსიფიცირებული სახელმწიფოს მოდელი რომ შეიმუშავა და ყველაფერზე იუსტიციის სახლში გვეპატიჟებოდა?

რას ვიზამთ?! სირცხვილს და ნამუსს კარგავს ის, ვისაც სხვა დასაკარგი აღარაფერი აქვს.

ანერვიულდაო! რა თქმა უნდა, რთულია თავის ხელში აყვანა, როცა ხელები ჯიბეების დატენვით გაქვს დაკავებული.

მიყვარს გაწონასწორებული ხალხი! მითუმეტეს, როცა ასეთი პრეზიდენტი გყავს. წარმოგიდგენიათ, აქ რომ მეტეორი ჩამოვარდნილიყო, მიშა რა ამბავს ატეხდა?

– ყველაფერს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ნატომ კარი მოგვიკეტონო, იტყოდა.

ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა კიდევ უცხოელების კითხვაზე,– რა ხდება თქვენთან მეტეორიტთან დაკავშირებითო? მარტივად და მშვიდად მიუგო – ჩამოვარდაო!

ჩვენმა კიდევ რა ისტერიკა ატეხა! – "თუ ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ პრეზიდენტი სასახლეში უნდა ჩაკეტონ და მხოლოდ წყალი და პური მიაწოდონ, შემცდარან, რადგან მე ვაპირებ მოვიარო მთელი ქვეყანა, შევხვდე ხალხს და გავიგო მათი პრობლემები", - ო.

კი მაგრამ, აქამდე უშლიდა ვინმე? და აწი თუ მაგას ვინმე პურს და წყალს მიაწვდის, მადლობელი კი უნდა იყოს, მაგრამ, ეგეც კარგი უმადურია...

ჰოდა, ადგეს და მოიპოვოს პური არსობისა თვითონ.

დღეს გავიგე, ფულის მუზეუმი ყვარელში გადაუტანია. ალბათ მაგ მუზეუმის დარაჯის ვაკანსიას უმიზნებს, თორემ სხვა რა უნდა იყოს ? თუმცა, წინა ხელისუფლების ნარჩენებს არგუმენტირება არ უჭირთ.

გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე, როგორც გავიგე, ხეჭეჭურის ნერგებისთვის არიან წასულები ახალი პარტიისთვისო. ჰოდა მასე, ნელ–ნელა, აუჩქარებლად, ბიჭებო!

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეზობელ ქვეყნებში ვიზიტები განიხილა და აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი არის გაბრაზებული, სომხეთი მოტყუებული, თურქეთი კი - გადაგდებული."

ყველას მაგივრად შენ როგორ უნდა ინერვიულო გოგაა!!! აღარ ხართ პასუხისმგებლები ოქტომბრიდან, რით ვერ გაიგე, შე კაცო!? პასუხის გება კი მოგიწევთ, იმედია...

მე ის უფრო მაინტერესებს, ვინ გამოუყო ლუქსი ფერმაში ხაჩიძეს და რატომ ვერ დაიცვა ამ უკანასკნელმა ნაციონალური გარემო ჩანერგილი და მოღალატე ვირთხებისგან? ამისთვის პასუხს იმ დიდი ფერმის გამგე მოსთხოვს იმედია, კომლეურნეობის თავმჯდომარე მაინც, გვარის დასახელებას აზრი არ აქვს...

რამხელა მიღწევაა, როცა ნამინისტრალი სახალხოდ ამტკიცებს, რომ ვირთხა არაა...

მასე იმიერკარპატელი ივანაც კი გვიმტკიცებს, სააკაშვილი ჩემი მხოლოდ მეგობარიაო, მაგრამ ჩვენ გვჯერა? მშვიდობაში მოგახმაროს „საუკეთესო მეგობარი“ მელაი!

„ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს საქართველოში სურს ის დაინახოს, რასაც ადრეც ხედავდა“–ნეტა რა უნდა დაინახოს აპატურაიმ?! ჯეიმს! აბა ერთი თვალი თვალში გაგვიყარე, მეგობრულად!

იმედია, კობას „მარტოობის 100 დღის“ შეფასებას კოალიცია თავს გაართმევს და თუ იწვიმაააა...

მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, მათ, ვინც „დაიღალა“ ხელისუფლების „უსამართლობით“, ვთავაზობ ჩამოჯდეს და დაისვენოს.

ყველა ყვავის ოცნებაა, ვინმე თეთრებში გამოწყობილს თავისი ტოტის ქვეშ წაასწროს. გარემოს დაცვის ექს–მინისტრს ეს არ ესწავლება...

ჰო, მართლა! უგულავას ამოტენდერებულმა ჩინელებმა, არ ვართ ჩვენ ის ხალხიო! ავაშენებთ იმ თქვენს ოლიმპპიურ სოფელს და მივდივართო! ვინა ყოფილხართ ქართველებიო?!

ამოვისუნთქე!!!!

მართლა რა მაგარი ქალაქია ეს თბილისი?!

დაუჩქარეთ და პირდაპირ იმოძრავეთო, – პატრულმა!

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

3 Comments


Recommended Comments

თავისუფლების წყურვილმა გრადუსების აწევაც იცის! შენი არ ვიცი ..მაგრამ მე ამ პოლიტიკურად მიგრადუსებული ქვაეყნიდან....გადავინაცვლე სხვა უფრო სტაბილურ და ვირტუალურ განზომილებებში...:))))აპატურაის სანამ მესამე თვალი გახსნოდეს...ან ჩაპაჭუნებებს დაგვიწყებდეს, ჩრდილო ატლანტიკურულ სიელმეებით...ყავამშვიდობისა ვუსურვოთ ერთმანეთს....
ლინკი
საკითხს თუ სხვა მხრიდან, ანუ იმ გამომძიებლების ფანჯრიდან მივუდგებით, საიდანაც შესანიშნავად ჩანან დაკითხვიდან გასული ,,ნაცების" აჟიმჟიმებული ნაცები (ნაცი, ჩვენთან, იმერეთში უკანალს ნიშნავს) მაშინ მათი ძალადრიხიანი და ,,ალალი" ღიმილის უკან რაც იმალება, არაა ძნელი დასადგენი... ახლა მთავარი სხვაა... თუ გარეჯის მიმტაცებელთუმიჩუქებული აზერბაიჯანი გაბრაზებულია, ლორე-ტაშისკარვეფხისტყაოსანშოთაცსომეხია სომხები მოტყუებული და აჭარის და საერთოდ საქართველოს ისლამიზაციაზესიზმრებდამართებული თურქეთი გადაგდებული, ესე იგი საქმე არც მთლად ცუდად ყოფილა. რაც შეეხება სამშობლოს სიყვარულით ველოსიპედზეშემომჯდარ გოგას, თავისი ნაქსოვ-ნაქარგი წინწილებიანი ქუდით, ახლაც რომ ვერ გაუგია რომ მუშტების ქნევის დრო წაუვიდა და ფეისბუქის ლომობა და ისთე, ბანალური ქათმობა, თითქმის სინონიმებია, მაშინ სადღაც პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ ნონსენსთან გვაქვბს საქმე... აპატურაი, კიდევ ისე აპანტურებს ყურებს, რომ სადაცაა რქები ამოუვა და მერე ხარ ცოდო... მოგვიწევს წითელი ნაჭრით ტორო, ტოროს ძახილი. ჩინეთი ნელ-ნელა მოდის, მკვიდრდება და ღამეს არ აცდენს... არის ჩემ მადლიან ზურმუხტ მიწაზე, ფირუზი ცის ქვეშ გამალებული ქუნქური (სექსი) შაოლინის სტილში... ალბათ ამ დროს იაა, იაას იძახიან... ჩვენი ჩამორჩენილი და ერთ ბავშვს გადაყოლილი ქალები კი ისე არქაულად კვნესიან ამ დროს როოომ... ასე ორი მილიარდი ვერასოდეს გავხდებით... მოკლედ ჩემო კატო, აივანი, თბილი პლედი და ცხელი ყავა... ჯერჯერობით 1 ოქტომბრის მერე ხელმისაწვდომი ჩვენთვის მხოლოდ ესაა...
ლინკი

როგორ მიხარია კატოსთან ერთად ყავის დალევა,მერე ისე კარგად გესაუბრება, ყავასაც სულ სხვა გემო აქვს .

ყავამშვიდობისა კატო!

ყავამშვიდობისა გოგონებო!

ლინკი
×
×
  • შექმენი...