Jump to content
Planeta.Ge

ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ და სთხოვენ, წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას.

მიმართვას ნიკოლოზ სამხარაძის 40-მდე ყოფილი სტუდენტი აწერს ხელს. უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელიც „ნეტგაზეთს“ თავად ხელმომწერებმა მიაწოდეს:

„გწერთ თქვენი ყოფილი სტუდენტები, რომლებსაც სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდით საგნებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპული ინტეგრაცია, კონფლიქტები და ა.შ. გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი გულწრფელი წუხილი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების მიერ წარდგენილ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ. მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

საქართველოს გარშემო არსებული ურთულესი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, დააკარგვინებს ერთგულ მეგობრებს და გაურკვეველი ვადით გადაავადებს მის ევროპულ მისწრაფებებს. ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტი მთლიანად უგულებელყოფს იმ უაღრესად მნიშვნელოვან როლს, რასაც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეწევიან საქართველოში. ის პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და თავისუფლების იდეალებს — სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია თქვენს ლექციებზე.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ საჯაროდ გამოთქვამთ კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებთ თქვენი კოლეგების დარწმუნებას კანონპროექტის მიზანშეუწონლობაში. ასევე, მოგმართავთ საუნივერსიტეტო სივრცეში ან თქვენთვის მისაღებ სხვა საჯარო ფორმატში შეხვედრის თხოვნით, სადაც შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ თქვენი არგუმენტები და გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებთან დაკავშირებით“.

წერილს ხელს აწერენ სტუდენტები:

  1. აბრამაშვილი ვანო — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015; 2016-2018
  2. გაბიძაშვილი ირაკლი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015-2019
  3. გათენაშვილი გიორგი —თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2017
  4. გიგიტაშვილი გივი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014
  5. გოგუაძე გიორგი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015; 2015-2017
  6. გურგენაშვილი ირინა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016
  7. დანელია ეკატერინე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2006-2010;2010-2012
  8. ენდელაძე დიანა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016
  9. ზოიძე გოგი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014
  10. ზურაბაშვილი თორნიკე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011; 2019-2023
  11. თომაშვილი თეონა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016
  12. იმერლიშვილი მარიამ — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016-2020
  13. კაკაბაძე შოთა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013
  14. კალანდაძე გივი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016; 2016-2019
  15. კურდღელაშვილი ანი  — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011
  16. ლეჟავა ლილი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013
  17. ლომთაძე გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014
  18. ლომთაძე თამთა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2008-2012;2013-2015
  19. მელაშვილი გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017-2019 (MA)
  20. პაპოშვილი მარიამ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013
  21. რევიშვილი გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015
  22. სირბილაძე ირაკლი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013
  23. სირბილაძე ჟანა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013
  24. ქეთი ცანკაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011; 2011-2013
  25. დავით სიჭინავა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2004-2008; 2008-2010; 2010-2015
  26. მარიამ ჩიხლაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011
  27. გიორგი ბობღიაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011
  28. ასმათ ნასყიდაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007-2011
  29. ტურაშვილი თეონა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2006-2010
  30. ტყეშელაშვილი მარიამ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016; 2016-2018
  31. ჭანკვეტაძე ნათია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014
  32. ჯაფარიძე მარიამ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015
  33. ჯიქია გიორგი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009-2013;2013-2015
  34. გაბრიჭიძე ნინი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015
  35. კალაძე ნინი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016-2020; 2021-2023
  36. უგლავა თამთა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2011-2015
  37. ნაროუშვილი დავითი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010-2014
  38. ნიკურაძე გვანცა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012-2016
  39. ქურიძე ჯაბა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014-2018

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ „პრინციპის დონეზე გამჭვირვალობას“ მხარს უჭერს. თუმცა კითხვაზე, დაუჭერს თუ არა კანონპროექტს მხარს, როგორც ამას მისი პარტია აპირებს, სამხარაძე ცალსახად არ პასუხობს. მისი თქმით, თუ რაიმე წინააღმდეგობაშია ევროპულ კანონმდებლობასთან, ამას ვენეციის კომისია იტყვის.

ნიკოლოზ სამხარაძის პოზიცია “აგენტების” კანონპროექტზე

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...