მარკ კლეიტონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული - ეს არ შეიძლება იყოს სწორი
გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“დღე გაეროს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციის იმპლემენტაციისთვის საქართველოს მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების ღონისძიებაზე ვისაუბრე.
მოხარული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და ქალებთან, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს წარმოადგენენ ამ გეგმის შემუშავებაში.
ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ შემოთავაზებული კანონი ახლა ძალაში რომ ყოფილიყო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ქალი აქტივისტები, რომლებსაც გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა აქვთ საქართველოს მთავრობის დარეგულირების დღის წესრიგის განხორციელებაში, სტიგმატიზირებული იქნებოდნენ, როგორც “უცხოური აგენტები”.
ეს არ შეიძლება იყოს სწორი.
გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული შემოთავაზებული კანონპროექტით და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შემდეგი ნაბიჯების განხილვისას გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება”, - წერს კლეიტონი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.