Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - სანამ მთელი ყურადღება ე.წ. აგენტების კანონპროექტებზეა, იურიდიული კომიტეტი იხილავს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის კანონპროექტს, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია საგამოძიებო სისტემის რეფორმის თავდაპირველ კონცეფციასთან


სანამ მთელი ყურადღება ე.წ. აგენტების კანონპროექტებზეა, იურიდიული კომიტეტი იხილავს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის კანონპროექტს, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია საგამოძიებო სისტემის რეფორმის თავდაპირველ კონცეფციასთან!, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

მისი თქმით,  მთავრობის ამ კანონპროექტს თავისუფლად შეიძლება დავარქვათ მოჩვენებითი გამიჯვნის, პროკურატურის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების და შსს-სთვის არასათანადო გამოძიებაზე ხელის შეწმენდის კანონპროექტი.

"ასე იქცა გამოძიების ხარისხის და გამომძიებლის კომპეტენციის
გაზრდაზე ორიენტირებული რეფორმა ფარსად არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური მენეჯმენტის ხელში. სამწუხაროდ, ამ რეფორმის არსში ქვეყანაში სულ 5-6 ადამიანი ერკვევა. ამით ისარგებლეს არაკეთილსინდისიერმა, ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებულმა ადამიანებმა.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...