აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას
[ე.წ აგენტების შესახებ] კანონპროექტი ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე წერს.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ერინ ბარკლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განიხილეს თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრიორიტეტებზე, მათ შორის რუსეთის აგრესია. შეხვედრა ჟენევაში გაიმართა.
„ბარკლიმ შეშფოთება გამოთქვა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მათ შორის კანონპროექტზე, რომლის სამიზნეც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაა, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს და ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.