ანა ბუჩუკური - ლევან იოსელიანის მიმართ ჩემს პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი არ უნდა იყის პოლიტიკურად აფილირებული რომელიმე პარტიასთან
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატი პოლიტკურ პარტიასთან აფილირებული არ უნდა იყოს.
მისი თქმით, „საქართველოსთვის“ ლევან იოსელიანს მხარს არ დაუჭერს.
„ლევან იოსელიანის მიმართ ჩემს პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი არ უნდა იყის პოლიტიკურად აფილირებული რომელიმე პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ლევან იოსელიანის მიმართ დადებითად ვართ განწყობილი, ის ოპოზიციური პარტიის ლიდერია და ეს იქნება მიზეზი, რიც გამოც მხარს ვერ დავუჭერთ, თუმცა მასთან კომუნიკაცია გვექნება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
„მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.