Jump to content
Planeta.Ge

საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა


საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა.

როგორც „გარდიანი“ წერს, ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ.

სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო მატარებელი კი – თესალონიკიდან ლარისში.

მაშველებმა სამგზავრო მატარებლიდან 194 მგზავრის ევაკუაცია მოახერხეს. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

 


ავტორი - თამთა რუხაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...