ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო
ევროკავშირმა 2024 წლისთვის გადადო მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება. გადაწყვეტილება თებერვლის ბოლოს მიიღეს.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ.
სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ, გამგზავრების წინ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომელსაც სისტემა(ETIAS) დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს. მომსახურების გადასახადი 7 ევროთი განისაზღვრა.
ევროკავშირმა მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ სისტემაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და მისი ამოქმედება თავდაპირველად 2022 წლის დასაწყისიდან იგეგმებოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის და ფინანსური და ტექნიკური საკითხების გამო რამდენჯერმე გადაიდო.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.