Jump to content
Planeta.Ge

FBI-ის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსმა, სავარაუდოდ, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ ვრეის განცხადებით, ბიუროს მიაჩნია, რომ კოვიდ-19, სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიაში წარმოიშვა.

”FBI-ის შეფასებით, პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია”, - განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ Fox News-თან საუბარში.

მისი თქმით, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს გლობალური პანდემიის წყაროს დადგენა.

ჩინეთი ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ფაქტს უარყოფს და ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...