Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს პირველად რომ შევხვდით, თავს ვიწონებდით, დღეს ე.წ აგენტების კანონის გამო გვაკრიტიკებს


არ მიყვარს ასეთი შედარებები, მაგრამ სანამ იარსებებს კითხვა (როგორ, ორი წლის წინაც ასე არ იყო?), მანამდე მომიწევს შედარებები. სხვაგვარად სიმართლე იკარგება: ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს პირველად რომ შევხვდით გახარია, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით და რაც მთავარია, მისი შედეგებით - როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ისე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, თავს ვიწონებდით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.

მისი თქმით,  თითოეულ შეხვედრაზე იყო არაერთი გამოწვევა, მაგრამ განსხვავებული იყო მიდგომა - სახელმწიფო აღიარებდა პრობლემებს, გამოხატავდა მათი მოგვარების პოლიტიკურ ნებას და პარტნიორები ხედავდნენ ძალისხმევასაც და პროგრესსაც.

 
"მეორედ რომ შევხვდი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რანგში, ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს განახლებული სტრუქტურა და პრიორიტეტებად გენდერული თანასწორობა, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა წარვუდგინეთ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახალი შექმნილი იყო და ქვეყანა მისი შედეგებით თავს იწონებდა. გავაცანით ჩვენი ხედვა ადამიანის უფლებათა დაცვის 10 წლიან სტრატეგიაზე.
მესამედ, პრემიერთან ერთად, პანდემიის დროს შევხვდით, ადამიანის უფლებების პანდემიით შექმნილ გამოწვევებზე სასაუბროდ, ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში.
განა ყველაფერი კარგად იყო? თითოეულ შეხვედრაზე იყო არაერთი გამოწვევა, მაგრამ განსხვავებული იყო მიდგომა - სახელმწიფო აღიარებდა პრობლემებს, გამოხატავდა მათი მოგვარების პოლიტიკურ ნებას და პარტნიორები ხედავდნენ ძალისხმევასაც და პროგრესსაც.
დღეს, ადამიანის უფლებათა კომისარი, ე.წ. აგენტების კანონის გამო გვაკრიტიკებს, დისკრიმინაცია და გენდერი ლამის მთლიანად გააქრეს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმეს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ქმედითი აღარ არის, რიგითების საქმედ აქციეს.
განა დასასრულია? აუცილებლად მოევლება ყველაფერს. იმდენად გააფუჭეს, დრო დასჭირდება, მაგრამ მოევლება!", - წერს ნათია მეზვრიშვილი.


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...