იენს სტოლტენბერგი - უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება
უკრაინისთვის ნატოს დახმარება 100 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჰელსინკში SAMAK-ის ჩრდილოეთის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ნატოს მოკავშირეები ერთად უკრაინას 100 მილიარდ ევროზე მეტს აწვდიან. ახლა სწრაფად უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, რომლებიც წვრთნისა და მძიმე იარაღის მიწოდების მხრივ ავიღეთ. საკვანძო შესაძლებლობები უკრაინაში იქამდე უნდა ჩავიდეს, სანამ რუსეთი ინიციატივის ხელში აღებას შეძლებს”, - თქვა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა დასკვნა უნდა გამოიტანონ იმ აგრესიული ომიდან, რომელსაც რუსეთი აგრძელებს.
სტოლნტენბერგის თქმით, რუსეთი დაკავებულია ომში მეტი სამხედროების გაწვევით და მიმართავს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, რათა მეტი იარაღი მიიღოს.
მან აღნიშნა, რომ მოკავშირეები შეშფოთებული არიან რომ ჩინეთი შესაძლოა მოსკოვს ეხმარებოდეს, ამიტომ საჭიროა კიევის მოთხოვნილებების სწრაფად და უფრო ხარისხიანად დაკმაყოფილება.
“ამიტომ უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება. მივესალმები მნიშვნელოვან დახმარებას, რომელსაც ჩრდილოეთის ქვეყნები უკრაინას აწვდიან. ეს ნამდვილად იძლევა ბრძოლის ველზე ვითარების ყოველდღიურად შეცვლის საშუალებას, ამიტომ მადლობას ვუხდი ჩრდილოეთის ქვეყნებს ასეთი დახმარებისთვის”, - თქვა სტოლტენბერგმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.