გორში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა
გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო.
ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მეორე დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
როგორ „ინტერპრესნიუსის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.