დმიტრო კულება - საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი ფინალურ ეტაპზეა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი ფინალურ ეტაპზეა, თუმცა, როდის ჩავა დიპლომატი უშუალოდ საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია.
კულებას მტკიცებით, კიევი თბილისთან მჭიდრო დიპლომატიური კავშირების დამყარებას ცდილობს.
„ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების მიზნით თითიც კი არ გაგვინძრევია. პირიქით, ბევრი ჩავდეთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში“, - აღნიშნა კულებამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხების ურთიერთობა მეგობრულია, ამას თქმა შეუძლებელია უკრაინასა და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე. უკრაინის საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელის მტკიცებით, ამის მიხეილ სააკაშვილის საქმეა, რომელსაც, „ნელ-ნელა კლავენ“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.